
მოთამაშეები იყოფიან ორ გუნდად — წითლებად და ლურჯებად. თითოეულ გუნდს ჰყავს თავისი ლიდერი, რომლის ამოცანაცაა გუნდი მიიყვანოს გამარჯვებამდე.
თამაში იწყება იმით, რომ მაგიდაზე იშლება 25 ბარათი, რომლებზეც სხვადასხვა სიტყვებია დაწერილი. თითოეულ სიტყვას აქვს თავისი ფერი, რაც მიუთითებს, ეკუთვნის თუ არა ის წითლებს, ლურჯებს, ნეიტრალურ მხარეს
ბარათების ფერებს მხოლოდ გუნდის ლიდერები ხედავენ. მათ მიზანია ისეთი მინიშნებების მიცემა, რომ მათი გუნდის წევრებმა გამოიცნონ შესაბამისი ფერის სიტყვები — რაც შეიძლება ბევრი ერთდროულად.
იგებს ის გუნდი, რომელიც პირველი გამოიცნობს თავისი ფერის ბარათებს