რევოლუცია - coup - Chipolino store - ჩიპოლინო მაღაზია რევოლუცია - coup - Chipolino store - ჩიპოლინო მაღაზია
Preloader
სამაგიდო თამაში – რევოლუცია (coup) – ქართულად
💁‍♂️ასაკი 13+
🧐 რას მოიცავს თამაში?
მთავრობა კორუფციულ სქემებშია გახვეული, მოსახლეობა კი სიღარიბის ზღვარზეა, ამის გამო საზოგადოებაში რევოლუციის სურვილი უფრო და უფრო იზრდება. მოსახლეობის ერთი ნაწილი ამაში ნათელ მომავალს, ხოლო მეორე ნაწილი, აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდების შესაძლებლობას ხედავს. ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მოგიწევთ დაუპირისპირდეთ თქვენს მოწინააღმდეგეებს, დაამხოთ მათი ძალაუფლება და ქვეყნიდან გააძევოთ ისინი.
🤓 როგორ ვითამაშოთ?
საწყის ეტაპზე თითოეული მოთამაშე იღებს 2 მონეტას და 2 პერსონაჟის კარტს, რომელთა ვინაობის ნახვა მხოლოდ თვითონ შეუძლია. გაუნაწილებელ კარტებს და მონეტებს ათავსებთ მაგიდის შუა ნაწილში. თამაშში 5 განსხვავებული პერსონაჟია, რომლებიც სხვადასხვა განსაკუთრებულ შესაძლებლობას განიჭებთ.
ყუთში მოთავსებულია :
📌15 კარტი
📌50 მონეტა
📌ბროშურა